
მეთაურს ქვეყანისა ივერიისა (საქართველოსი) მიხეილ სააკაშვილს
პატივისცემით მოგმართავთ მონა ღვთისა და უფალისა იესო ქრისტესა, ეპისკოპოსი ძველმართლმადიდებლური იერარქიისა †ანტიპო† სხულუხია
ჭეშმარიტი მართლმადიდებლებისათვის ყოველი განსაცდელი ცოდვების მონანიების საშუალებაა, და ამგვარად სასიხარულოც უნდა იყოს, რაკი იცის, რომ რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის. მოთმინება არის არა უქმად დაკარგული დრო, არამედ სჯულის კანონიდან ამომავალი სრულყოფილი მოქმედება. სჯული უფლის სწავლებაზე დაფუძნებული წმინდა მამების მიერ გადმოცემული მართლმადიდებლური სიბრძნის წინამძღვარია. სჯულის კანონის დამრღვევს ნუ ჰგონია, რომ ღვთისგან მიიღებს რამეს.
|
|
დაწვრილებით...
|
|
Божиею милостию Антипа, епископ г. Зугдиди и всей Колхидской низменности, страны Иверии
«В Нём была жизнь, и жизнь была свет человеков. И свет во тьме свет, и тьма не объяла Его.» (Иоан. 1, 4-5.)
|
|
დაწვრილებით...
|
|
იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემს მამულში ივერიაში (საქართველოში) საზოგადოებრივი აზრის გაყოფისა და ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისადმი სიმპატიის შედეგად, ხალხი დგას ისეთი არჩევანის წინაშე, რომლის გაკეთება უჭირთ და კითხულობენ სასულიერო პირის აზრს, ინტერესდებიან საღვთო სჯულითა და წმინდა წერილებით განპირობებული ეკლესიის პოზიციით
ადამიანებს, რომლებიც ჩემს გარშემო არიან, - მრევლს, ნათესავებს, მეგობრებს, მეზობლებს, უბრალოდ ნაცნობებს თუ უცნობებსაც კი, - სურთ იცოდნენ ჩემი შეხედულება. რა თქმა უნდა, მე, როგორც არქიელსა და მოქალაქეს, არ მაქვს უფლება გავდგე განზე და ვიყო მხოლოდ დამკვირვებელი ჩემს მამულში - ივერიაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენათა ისევე, როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი არ რჩებიან გულგრილნი თავიანთი ისტორიული სამშობლოს, ივერიის მდგომარეობის მიმართ.
|
|
დაწვრილებით...
|
|