გულმოდგინე მწყემსთა და ერთგულ შვილთა ბელოკრინიცის იერარქიის (ბი) წმინდა ძველმართლმადიდებელ ეკლესიისა

დღესა ამას ქრისტე ბეთლემსა შინა იბადება

ქალწულისაგან იხარებდინ ცანი

ძვირფასო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, კეთილმსახურნო მამანო,

ქრისტესმიერნო ძმანო და დანო!

ქრისტე იშვება: ადიდებდეთ!

Episkop_Antipaამღერდნენ ანგელოზები ცასა შინა, დაიბადა რა ბეთლემს ძე ღვთისა. გამუდმებით ადიდებენ მას ანგელოზნი: „დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაი“. „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს“, ღაღადებენ ექვსფრთოვანი სერაფიმები და მრავალთვალა ქერუბიმები, ეთაყვანებიან მას ურიცხვნი ანგელოზნი. უსულო ქმნილებანიც ემორჩილებიან მას: ანათებს მზე და თავისი სხივებით ათბობს დედამიწას, ღამით ბნელს განაბნევს მთვარე, კაშკაშებენ ვარსკვლავები, ცა ნივთიერი სულიერი ცის დარად, საკუთარი შესაძლებლობის შესაბამისად ადიდებს მაღალთა შინა სამყაროს შემქმნელს.

ჯერ კდიევ არ შეწყვეტილა მწყემსთა მიერ გაგონილი ანგელოზთა მღერა, რომ უკვე ლესდნენ ჰეროდეს მეომარნი ხმლებსა თვისსა უბრალო ჩვილთა გასაწყვეტად.

მეფე ჰეროდე მართავდა იუდეას ჩვ. წ. აღ.-მდე 37 წლიდან ჩვ. წ. აღ.-ის 4 წლამდე. ჩაიგდო რა ხელთ ძალაუფლება რომაელთა მხარდაჭერითა და ხალხის ნების წინააღმდეგ, ის უშედეგოდ ცდილობდა პოპულარობის მოპოვებას. ჰეროდემ გამართა დიდი მშენებლობა, მისი მეფობის წლებში ქვეყანამ მიიღო ავტონომია. ჰეროდე იყო პატივმოყვარე და ულმობელი ადამიანი და გამუდმებით უფრთხოდა შეთქმულებებს. მისი ეჭვიანობის მსხვერპლნი გახდნენ მისი ცოლი და ორი ვაჟიშვილი.

იუდეაში ჰეროდეს მეფობის დროს, რომის იმპერატორმა ავგუსტმა გამოსცა ბრძანება იუდეველთა მიწაზე ჩატარებულიყო საყოველთაო აღწერა. ყოველი იუდეველი უნდა ჩაწერილიყო იქ, სადაც ცხოვრობდნენ მისი წინაპრები. იოსები და ქალწული მარიამი წარმოშობით იყვნენ დავითის შტოდან და ამიტომ ნაზარეთიდან დავითის ქალაქს – ბეთლემს გაემგზავრნენ. ბეთლემში ჩასვლისას, მათ ვერ მონახეს ადგილი სასტუმროში და გაჩერდნენ ქალაქ გარეთ ქვაბულში, რომელშიც ავდრისას მწყემსები საქონელს რეკდნენ. ამ გამოქვაბულში ღამით ქალწულ მარიამს შეეძინა ჩვილი – ძე ღვთისა ქრისტე, სამყაროს მაცხოვარი. მან გაახვია ღვთიური ჩვილი და დააწვინა ბაგაში, სადაც დებენ საქონლის საკვებს. ბეთლემის მწყემსებმა პირველმა შეიტყეს მაცხოვრის დაბადება. იმ ღამით ისინი მწყემსდნენ თავიანთ საქონელს მინდორში. უეცრად მათ გამოეცხადათ ანგელოზი ღვთისა, და ღვთიურმა სინათლემ გააცისკროვნა ირგვლივ ყველაფერი. მწყემსებს შეეშინდათ, ანგელოზმა კი ჰრქუა მათ: „ნუ გეშინით! მე გამცნობთ თქვენ უდიდეს სიხარულს, რომელიც იქნება არა მარტო თქვენდა, არამედ ყოველთა კაცთა: ვაჟი დაიბადა დავითის ქალაქსა შინა, მაცხოვარი, რომელი არს იესუ ქრისტე. და, აი, თქვენ ნიშანი: იპოვით ჩვილს გახვეულს, მწოლიარეს ბაგაში“. როგორც კი ანგელოზმა უთხრა ეს მწყემსებს, უეცრად გამოჩნდა მასთან ანგელოზთა დასი. ისინი ადიდებდნენ უფალს და მღეროდნენ: „დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაი“.

მაგრამ, თუმცა გგონია, რომ არ იყო და არ არის მშვიდობა დედამიწაზე, ამჟამად ნამდვილად მშვიდობის მეფე იშვა ბეთლემსა შინა. მშვიდობა უბოძა მან კაცობრიობას. მშვიდობა აღუთქვა მან ადამიანთა და თავად იყო მატარებელი ჭეშმარიტი მშვიდობისა. „მშვიდობა ყოველთა“ – გამუდმებით აუწყებდა ის მოსწავლეთა თვისთა. მშვიდობა ჰქონდა მას მტრებთა მისთა მიმართაც, ლოცულობდა მის ჯვართმცმელებზეც. ის მშვიდობა უანდერძა მან და დაუტოვა მიმდევართა თვისთა და მოყუასთა მისათა. ეს არის ის შინაგანი მშვიდობა, ბოძებული ზეგარდმო, რომელზეც ყოველდღიურად ვლოცულობთ ღვთისმსახურებისას და ვამბობთ: „ზეციურ მშვიდობასა და სულთა ჩუენთა გადარჩენისათვის უფალსა ვევედროთ“. ჩვენი შინაგანი მშვიდობა, ღმერთთან სიახლოვის, მის წინაშე სინდისის სისუფთავის შეგრძნება გვაახლოებს გადარჩენასთნ. გარემო პირობების მიუხედავად, ჩვენ არ უნდა ვუთმობდეთ ადგილს საკუთრ გულში ღვარძლს, სიცრუეს და ფარისევლობას.

ძმანო და დანო, ხდება, რომ ვინმე ჩვენთაგანი დაინახავს რამე უსარგებლოს სხვაში, ის მიდის და ძრახავს მას და ძმის გულშიც ნერგავს ძრახვით აზრებს, და არა მარტო თავად ზიანდება, არამედ ძმასაც თვისასაც ავნებს, ჰბადებს რა მასში ღვარძლს. იტყუებს მოყვასსა თვისსა ფუჭსიტყვაობაში, რითაც აცდუნებს მას. არაფერია ამაზე მეტად დამღუპველი არც საკუთარი თავისთვის, არც მოყვასისთვის. მაგრამ თუ ვინმეს მოუხდა ნახვა, რომ ძმა მისი სჩადის ცოდვას, ის არ უნდა დუმდეს, და არც უნდა აითვალწუნოს. ყოველი მნახველი დაცემისა მოყვასისა მისისა, დაე, ეტყვოდეს მას სიყვარულითა და მორჩილებით, თუ ის არ მოუსმენს, უთხრას სხვას, ვისაც ის ენდობა. ცოდვის მნიშვნელოვნობიდან გამომდინარე, უნდა საქმის კურსში ჩაყენდეს სულიერი მამა, რომ მან ის გამოასწოროს. შემდგომ იქნები მშვიდად. ჩვენმა სინდისმა დაგვიმოწმოს, რომ ჩვენ გაკიცხვისას გვსურს ავუხილოთ თვალნი ძმას, რომ ის გამოსწორების გზაზე დავაყენოთ.

ძვირფასო ჩემო ძმანო ქრისტეში, ყოველი, ვინც გაურბის დაძრახოს მოყვასი თვისი მისივე გადარჩენისათვის, აშორებს საკუთარ თავს სასუფეველს. ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ჭეშმარიტებისათვის სირთულეების ან უსიამოვნებების თვიდან აცილება. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ წმინდა ოჯახი ჰეროდეს მიერ დევნილი იყო. მათ არ შეეძლოთ ამის გამო ბეთლემში დარჩენა. წმინდა მოხუცი იოსები და ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი ჩვილთან ერთად იმყოფებოდნენ ეგვიპტეში, რათა განრიდებოდნენ ჰეროდეს უკანონობებს. და მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ წმინდა სახლეული დაბრუნდა სამშობლოში და დასახლდა პალესტინის ჩრდილოეთის პატარა ქალაქ ნაზარეთში. მათეს და ლუკას სახარებიდან ჩვენ არ ვიცით ბევრი იესუს ბავშვობის წლების შესახებ. ყოველ შემთხვევაში ვიცით, რომ იესუ ბავშვობიდანვე მუდამ ხედავდა ადამიანებს, რომლებიც მზრუნველობით იცავდნენ თავიანთ ფარებს, მეყურძნეებს, რომლებიც კრავდნენ მტევნეს, მთესავებს საგაზაფხულო მინდვრებზე, მომკეებს ცელებით, რომლებიც ჭრიან თავთვებს. მოგვიანებით ყველა ეს სურათი გამოიყენა მან თავის იგავებში. ისევე, როგორც იოსები, იესუც გახდა დურგალი. იოსები გარდაიცვალა, როგორც ჩანს, როდესაც იესუ დაახლოებით 20 წლის იყო.

მშვიდობას ქრისტე აძლევდა და აძლევს მძებნელებს მისსა და მათ, რომლებიც მიისწრაფიან მისკენ გულსა თვისთა შინა, უმზადებენ რა მაცხოვარს ასე საცხოვრებელს, ის კი აგდებს იქიდან ყოველივე უხამს მათთვის, ვისაც აქვს კეთილნება, ანუ ნება კეთილი და იცავს ღვთის მცნებებს – ქმნას სიკეთე მოყვასთა მიმართ. ზოგჯერ არამარტო უბრალოდ სურვილი, არამედ საკუთარი თავის მართვა და წმ. მამათა მცნებათა შესრულების დაძალებაა აუცილებელი, რათა უფალმა დაგვაჯილდოვოს მადლმოსილი მშვიდობით. ნეტარ არს სული, თუ მას ძალუძს სიყვარული და ბრძოლა სიბოროტის წინააღმდეგ, არაფერია მასეთისთვის საშიში. სასიხარულო განცხრომასა და ნეტარებას შეიგრძნობს ასეთი ადამიანი და ირგვლივ თესავს მშვიდობას, რითაც უშიშრად წინ აღუდგება ყოველ ერესს, დამღუპველს თითოეულისთვის. შეუძლებელია ჰპოვო მშვიდობა და არ იყო მტრულად ერესის მიმართ.

ბეთლემის ვარსკვლავის სინათლეს გისურვებთ, ძმანო და დანო ქრისტეში, რათა გაგანათლოთ და ხოტბას ასხამდეს ყოველი თქვენგანი სულსა თვისსა შინა: „დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაი!“

ქრისტე იშვა! ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა, და თანადგომა სულიწმიდისა იყვეს ყოველთა თქვენთა თანა.

ღვთის წყალობით,

ეპისკოპოსი †ანტიპო† ივერიელი

2013 წ.