სატრაპეზო ლოცვები

საყოველდღეო სატრაპეზო ლოცვანი

(სატრაპეზო ლოცვებში ყველა თაყვანი სრულდება წელამდე)

ლოცვა სადილობის წინ

ტრაპეზის მომზადების შემდგომ, წარსდექი წმინდა ხატების წინ და წარმოსთქვი:

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამენ. (მეტანია)

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა. წმიდა იყავნ სახელი შენი. მოვედინ სუფევა შენი. იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს. და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა. არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. (მეტანია)

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, (მეტანია)

აწ და მარადის და საუკუნეთა საუკუნეთასა. ამენ. (მეტანია)

უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო გვაკურთხენ. (მეტანია)

ლოცვითა ყოვლადწმიდასა დედისა შენისათა,  და ყოველთა წმიდათა შენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამენ. (მეტანია)

ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას, (მეტანია)

შემქმენ რა, უფალო, შემიწყალე მე, (მეტანია)

მრავლად ვცოდე, უფალო, შემიწყალე, და მომიტევე მე ცოდვილს. (მეტანია)

კდებამოსილებით მიუჯექი მაგიდას. საკვების მიღების წინ უფროსმა ხმამაღლა უნდა წარმოსთქვას იესუს ლოცვა:

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი.

იქ მყოფებმა უნდა უპასუხონ: ამენ.

შემდგომ ამბობენ:  გვაკურთხეთ საჭმელად. ხოლო უფროსი პასუხობს: ღმერთი გაკურთხებთ. შემდგომ უკვე გულში ლოცვითა და დუმილით ჭამეთ უფლის სადიდებლად.

თუ ვინმე ქრისტეანი შემოესწრება ტრაპეზას, მან უნდა თქვას: ანგელოზი ტრაპეზას. მაგიდასთან მჯდომნი პასუხობენ: უხილავი წარდგება.

სადილობის შემდეგი ლოცვები

ტრაპეზის დასრულების შემდგომ გარდაისახე პირჯვარი და მაგიდიდან ამდგარმა, წმინდა ხატების წინ წარმოსთქვი:

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამენ. (მეტანია)

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, მარად ნეტარსა და ყოვლად უბიწოს და დედას ღვთისას ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და ჭეშმარიტად უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. (მეტანია წელამდე)

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, (მეტანია)

აწ და მარადის და საუკუნეთა საუკუნეთასა. ამენ. (მეტანია)

უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო გვაკურთხენ. (მეტანია)

ლოცვითა ყოვლადწმიდასა დედისა შენისათა,  და ყოველთა წმიდათა შენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამენ. (მეტანია)

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. (12-ჯერ მეტანიებითურთ)

მწყალობელო უფალო, იხსენ და შეიწყალე მონანი და მხევალნი შენნი (მოიხესენე სახელები ვისაც გენებოს), და მწყალობელნი და მარჩენალნი ჩვენნი, და ყოველნივე ნათესავნი, მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი,  და ყოველნი მტერნი, მოძულენი და მაჭირვებელნი ჩემნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, (მეტანია)

იხსენ იგინი ყოვლისა ჭირისა, რისხვისა და ჭირვებისაგან, (მეტანია)

ყოვლისა სულიერი და ხორციელი სნეულებისაგან, (მეტანია)

და მიუტევე მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, (მეტანია)

და სულთა ჩვენთათვის სიკეთე ჰქმენ. (მეტანია)

ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას (მეტანია)

შემქმენ რა, უფალო, შემიწყალე მე (მეტანია)

მრავლად ვცოდე, უფალო, შემიწყალე, და მომიტევე მე ცოდვილს. (მეტანია)

ლოცვა ვახშმობის წინ

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამენ. (მეტანია)

ჭამონ დავრდომილთა და განძღენ, და აქებდნენ უფალსა მაძიებელნი მისნი, ცხონდნენ გულნ მათნი სამარადისოს.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, (მეტანია)

აწ და მარადის და საუკუნეთა საუკუნეთასა. ამენ. (მეტანია)

უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო გვაკურთხენ. (მეტანია)

ლოცვითა ყოვლადწმიდასა დედისა შენისათა,  და ყოველთა წმიდათა შენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამენ. (მეტანია)

ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას, (მეტანია)

შემქმენ რა, უფალო, შემიწყალე მე, (მეტანია)

მრავლად ვცოდე, უფალო, შემიწყალე, და მომიტევე მე ცოდვილს. (მეტანია)

ლოცვა ვახშმობის შემდეგ

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამენ. (მეტანია)

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, (მეტანია)

აწ და მარადის და საუკუნეთა საუკუნეთასა. ამენ. (მეტანია)

უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო გვაკურთხენ. (მეტანია)

მუცელი შენი არს წმინდა ტრაპეზი, მატარებელი ზეციური პურისა ქრისტესი, არა მოკვდნენ მისგან მსაზრდოებელნი, ვითარცა იტყოდიან ყოველნი, მარჩენალო ღვთისმშობელო, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და ჭეშმარიტად უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. (მეტანია)

მილხინე მე, უფალო, შენის ნაღვაწითა, და ხელთა შენთა ქმნილთაგან ვიხარე, მოგვეც ნიშანი სახის ნათებისა, უფალო, არგუნე სიხარული გულსა ჩემსა, ნაყოფისაგან იფქლისა და ღვინისა და ზეთისა მათისა განმრავლდეს. მშვიდობით მას ზედა დავწვე და დავიძინო, რამეთუ შენ, უფალმან მხოლოი სასოებით დამამკვიდრე მე.