ყოველდღიური ლოცვები ბრწყინვალე შვიდეულში

დილით, გაღვიძებისთანავე, ჯერ კიდევ საწოლში, გარდაისახე პირჯვარი ლოცვით :

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი

საწოლიდან ადგომის შემდეგ, საღამოს კი ძილის წინ,  დაიბანე ხელ-პირი და, ვაჟმა უთავსაბურავოდ, ხოლო ქალმა – მანდილმოსხმულმა, წმინდა ხატების წინ დამდგარმა და სასოებით მათზე შემყურემ კდებამოსილებით წარმოთქვი მეზვერეს ლოცვა:

ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას (მეტანია)

შემქმენ რა, უფალო, შემიწყალე მე (მეტანია)

მრავლად ვცოდე, უფალო, შემიწყალე, და მომიტევე მე ცოდვილს. (მეტანია)

„ღირს არსის“ ნაცვლად აღდგომიდან აღდგომის დღესასწაულის წარგზავნამდე იკითხება:

განათდი, განათდი ახალო იერუსალემ! დღეს დიდება უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდე, სიონ, და აწ შენცა იშვებდინ წმიდაო ღვთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა (მეტანია ყოველთვის მუხლმოყრითი).

ბრწყინვალე შვიდეულში დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად შეიძლება წაიკითხოს „პასექის ჟამნი“.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, (მეტანია)

აწ და მარადის და საუკუნეთა საუკუნეთასა. ამენ. (მეტანია)

უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო გვაკურთხენ. (მეტანია)

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ძალითა პატიოსანითა და ცხოველმყოფელითა ჯვარისათა, და წმიდითა ანგელოზითა ჩემითა მფარველითა, და მეოხებითა ყოველთა წმიდათა, შემიწყალე და მიხსენ მე ცოდვილი, რამეთუ კურთხეულ ხარ და კაცთმოყვარე. ამენ (მუხლმოყრა ჯვარგადაუსახავად)

ამ ლოცვებს ეწოდება „შვიდთაყვანისცემადი დასაწყისი“, ან საწყისი და სასრული ლოცვები, რადგან სრულდება ყოველი სალოცავი წესის თავსა და ბოლოში.

ამის შემდეგ გაიმეორე მეზვერეს ლოცვა მეტანიებით:

ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას (მეტანია)

შემქმენ რა, უფალო, შემიწყალე მე. (მეტანია)

მრავლად ვცოდე, უფალო, შემიწყალე, და მომიტევე მე ცოდვილს. (მეტანია)

და სასოებით იწყე ცისკრის ლოცვა:

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამენ. (მეტანია)

დიდება შენდა-ს, ცისკრის ლოცვის, მეუფეო ზეცათაო-ს და წმიდაო ღმერთო-ს ნაცვლად იკითხება:

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (3-ჯერ მცირე მეტანიებით)

წმინდა სამების მოკლდე დიდება:

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და საუკუნეთა საუკუნეთასა. ამენ.

ლოცვა წმინდა სამებისადმი:

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ. უფალო, გაგვწმიდე ცოდვათა ჩვენთაგან. მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი. წმიდაო, მოიხილე და განჰკურნე უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და საუკუნეთა საუკუნეთასა. ამენ.

უფლის ლოცვა:

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა. წმიდა იყავნ სახელი შენი. მოვედინ სუფევა შენი. იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს. და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა. არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და საუკუნეთა საუკუნეთასა. ამენ.

შემდეგ როგორც დილით, ასევე საღამოს წაიკითხე:

მოვედით, თაყვანი ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა, (მეტანია)

მოვედით, თაყვანი ვცეთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვესა, (მეტანია)

მოვედით, თაყვანი ვცეთ და შეუვრდეთ თვით უფალსა იესუ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა. (მეტანია)

50-ე ფსალმუნი

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმინდე მე. რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვჰყავ. რაითა განვმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული: იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ, საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმერთისა არს სული შემუსრეველი: გული შემუსრეველი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლადდასაწუველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკს.

მრწამსი

გარდაისახე პირჯვარი თაყვანის გარეშე და წარსთქვი მოკრძალებით პირველი მსოფლიო კრების წმიდა მამათა სიტყვები:

მრწამს ერთი ღმერთი მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა. და ერთი უფალი, იესუ ქრისტე, ძე ღვთისა, მხოლოდ შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი, და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩვენთვის კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცნა. ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატესზე, ივნო და დაეფლა. და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრული.

შემდეგ მეორე მსოფლიო კრების მამათა სიტყვები:

და სული წმიდა, უფალი ჭეშმარიტი და ცხოველმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისათანა და ძისათანა თაყვანი იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ. და ერთი წმიდა სამოციქულო და საყოველთაო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მისატევებლად ცოდვათა. მოველი აღდგომასა მკვდრეთით. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა. ამენ.

ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო, მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ გვიშვი ქრისტე მაცხოვარი, მხსნელი სულთა ჩვენთა. (3-ჯერ მეტანიებითურთ)

ჰოი! ყოვლად საგალობელო დედაო, მშობელო ყოველთა წმიდათა უწმიდესისა სიტყვისა, მიმთუალუელმან აწინდელისა ამის ძღუნისამან, ყოვლისა განსაცდელისაგან იხსნენ ყოველნი, და მერმისა სატანჯველისაგან გამომიხსნენ, მღაღადებელნი ესრეთ. ალლელუია. (3-ჯერ  მეტანიებით)

უძლეველო და საღმრთო ძლიერებაო პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისაო, ნუ დამიტევებ მე ცოდვილსა, შენდა მოიმედესა. (მეტანია)

ყოვლად წმიდაო დედუფალო ჩემო ღვთისმშობელო, შემიწყალე მე, და მიხსენ მე, და მექმენ შემწე მე აწცა, ამა ყოფასა, და ჟამსა სულისა ჩემისა განტევებისასა და მერმისსა საუკუნესა. (მეტანია)

ყოველნო ზეციერნო ძალნო, წმიდანო ანგელოზნო და მთავარანგელოზნო, ქერუბიმნო და სერაფიმნო, შემიწყალეთ მე, და აღავლინეთ ლოცვა უფლისა მიმართ ცოდვილისა ჩემისა გამო, და მექმენით შემწე მე აწცა, ამა ყოფასა, და ჟამსა სულისა ჩემისა განტევებისასა, და მერმისსა საუკუნესა. (მეტანია)

ანგელოზო ქრისტესო, მფარველო ჩემო წმიდაო, შემიწყალე მე და აღავლინე ლოცვა უფლისა ღმრთისადმი ცოდვილისა ჩემისა გამო, და მექმენ შემწე მე აწცა, ამა ყოფასა, და ჟამსა სულისა ჩემისა განტევებისასა, და მერმისსა საუკუნესა. (მეტანია)

წმიდაო დიდო იოანე, წინასწარმეტყველო და წინამორბედო უფლისაო, შემიწყალე მე და აღავლინე ლოცვა უფლისა ღმრთისადმი ცოდვილისა ჩემისა გამო და მექმენ შემწე მე აწცა, ამა ყოფასა, და ჟამსა სულისა ჩემისა განტევებისასა, და მერმისსა საუკუნესა. (მეტანია)

წმიდანო დიდებულნო მოციქულნო, წინასწარმეტყველნო და მოწამენო, მღვდელმთავარნო, ღირსნო და მართალნო და ყოველნო წმიდანო, შემიწყალეთ მე, და აღავლინეთ ლოცვა უფლისა ღმრთისადმი ცოდვილისა ჩემისა გამო, და მექმენით შემწე მე აწცა, ამა ყოფასა, და ჟამსა სულისა ჩემისა განტევებისასა, და მერმისსა საუკუნესა. (მეტანია)

ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო, წმიდაო ნინო, შემიწყალე მე და აღავლინე ლოცვა უფლისა ღმრთისადმი ცოდვილისა ჩემისა გამო, და მექმენ შემწე მე აწცა, ამა ყოფასა, და ჟამსა სულისა ჩემისა განტევებისასა, და მერმისსა საუკუნესა. (მეტანია)

წმიდაო დიდმოწამეო გიორგი, შემიწყალე მე და აღავლინე ლოცვა უფლისა ღმრთისადმი ცოდვილისა ჩემისა გამო და მექმენ შემწე მე აწცა, ამა ყოფასა, და ჟამსა სულისა ჩემისა განტევებისასა, და მერმისსა საუკუნესა. (მეტანია)

მღვდელმთავარო ქრისტესო ნიკოლოზ შემიწყალე მე და აღავლინე ლოცვა უფლისა ღმრთისადმი ცოდვილისა ჩემისა გამო, და მექმენ შემწე მე აწცა, ამა ყოფასა, და ჟამსა სულისა ჩემისა განტევებისასა, და მერმისსა საუკუნესა. (მეტანია)

ამის შემდეგ თითოეული ლოცვა  3-ჯერ მეტანიებით (ცისკრად იკითხება ლურჯი კურსივით დაბეჭდილი, ხოლო მწუხრზე სრულად-ლურჯიც და შავიც):

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.

დიდება უფალო, ჯვარსა შენსა პატიოსანსა.

ყოვლად წმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო, მაცხოვნე მე, ცოდვილი მონა შენი.

ანგელოზო ქრისტესო, მფარველო ჩემო წმიდაო, მაცხოვნე მე, ცოდვილი მონა შენი.

წმიდანო მთავარანგელოზნო და ანგელოზნო, შემავედრეთ ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდაო დიდო იოანე, წინასწარმეტყველო და წინამორბედო, ნათლისმცემელო უფლისაო, შემავედრე ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდაო ქებულო წინასწარმეტყველო ილია, შემავედრე ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდანო მამამთავარნო, შემავედრეთ ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდანო წინასწარმეტყველნო, შემავედრეთ ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდანო მოციქულნო, შემავედრეთ ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდანო ქებულნო მოციქულნო და მახარებელნო: მათე, მარკოზ, ლუკა და იოანე ღვთისმეტყველო, შემავედრეთ ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდანო ქებულნო მთავარმოციქულნო პეტრე და პავლე, შემავედრეთ ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდაო ქებულო მოციქულო და ქართველთ განმანათლებელო ანდრია პირველწოდებულო, შემავედრე ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდანო ქებულნო მოციქულნო და ქართველთ განმანათლებელნო: სიმონ კანანელო და მატათა, შემავედრეთ ღმერთსა მე ცოდვილი.

სულისა წმიდისა ქნარო და ქართველთ განმანათლებელო წმიდაო ნინო, შემავედრე ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდაო დიდმოწამეო გიორგი, შემავედრე ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდანო დიდნო მღვდელმთავარნო ბასილ დიდო, გრიგოლ ღვთისმეტყველო და იოანე ოქროპირო, შემავედრეთ ღმერთსა მე ცოდვილი.

მღვდელმთავარო ქრისტესო ნიკოლოზ, შემავედრე ღმერთსა მე ცოდვილი.

ღირსნო და ღვთით შემოსულნო მამანო, მწყემსნო და მოძღვარნო ქვეყნისაო, შემავედრეთ ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდანო ყოველნო, შემავედრეთ ღმერთსა მე ცოდვილი.

აქ შეგიძლია ანალოგიურად ევედრო შენს მოსახელე წმიდანს, იმ დღის წმინდანს და ყველა წმინდანს, რომელიც გენებოს. აგრეთვე, აქვე უნდა შესრულდეს მოძღვარის მიერ დანიშნული ეპიტიმია.

ამის შემდეგ ღმერთს უნდა ვევედროთ მშობელთა, ნათესავთა და ახლობელთა ჯანმრთელობისათვის სამგზის.

მწყალობელო უფალო, იხსენ და შეიწყალე მონანი და მხევალნი შენნი, (მოიხსენე სახელები ვისაც გენებოს) და ყოველნივე ნათესავნი, მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი და ყოველნი მტერნი, მოძულენი და მაჭირვებელნი ჩემნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, (მეტანია)

იხსენ ისინი ყოვლისა ჭირისა, რისხვისა და ჭირვებისაგან, (მეტანია)

ყოვლისა სულიერი და ხორციელი სნეულებისაგან, (მეტანია)

და მიუტევე მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, (მეტანია)

და სულთა ჩვენთათვის სიკეთე ჰქმენ. (მეტანია)

ამის შემდეგ, ასევე სამგზის, მეტანიებით, უნდა ვევედროთ უფალს გარდაცვალებულ მშობელთა, ნათესავთა და ახლობელთათვის.

განუსვენე, უფალო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთათა (მოიხსენე სახელები), და ყოველთა ნათესავთა და მახლობელთა ჩემთა, და ყოველთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთათა, (მეტანია)

და ამა ყოფასა შინა, ვითარცა კაცთმან შეგცოდეს, ხოლო შენ ვითარცა კაცთმოყვარემან ღმერთმან, მიუტევე მათ და შეიწყალე, (მეტანია)

სამარადისო სატანჯველისაგან იხსენ, (მეტანია)

ზეცისა სასუფეველსა ზიარ ჰყავ, (მეტანია)

და სულთა ჩვენთათვის სიკეთე ჰქმენ, (მეტანია)

ლოცვის დასასრულს თქვი:

უფალო, რაოდენიცა ვცოდე სიტყვითა, საქმითა თუ გრძნობითა ჩემითა ყოველსა ცხოვრებასა ჩემსა, მომიტევე მე და შემიწყალე დიდისა წყალობისა შენისათვის. (მეტანია)

დედაო ღმრთისაო, შენ გესავ, წმიდისა შენისა საფარველისა ქვეშე დამიფარე. (მეტანია)

სასოება ჩემი არს ღმერთი, და საყუდარი ჩემდა ქრისტე, და მფარველ ჩემდა არს სული წმიდა. (მეტანია)

განათდი, განათდი ახალო იერუსალემ! დღეს დიდება უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდე, სიონ, და აწ შენცა იშვებდინ წმიდაო ღვთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა. (მეტანია ყოველთვის მუხლმოყრითი)

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, (მეტანია)

აწ და მარადის და საუკუნეთა საუკუნეთასა. ამენ. (მეტანია)

უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო გვაკურთხენ. (მეტანია)

განტევება:

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდასა დედისა შენისათა, და ღირსთა და ღმერთშემოსილ მამათა ჩუენთა და ყოველთა წმიდათა, შემიწყალე და მაცხოვნე მე ცოდვილი, რამეთუ კურთხეულ ხარ და კაცთმოყვარე. ამენ.

ამის შემდეგ მოიყარე მუხლნი და ასე, მიწამდე თავდადრეკილმა სთქვი:

გვიხსენ, გვილხინე, შეგვინდევ, და მოგვიტევენ ღმერთო, ცოდვანი ჩვენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყვითნი და საქმითნი, ცნობითნი და უმეცრებითნი, გულის სიტყვითნი და მოგონებითნი, დღისითნი და ღამითნი, ყოველნი ცოდვანი მოგვიტევე, რამეთუ სახიერ ხარ და კაცთმოყვარე. ამენ

ამის შემდეგ წამოდექ და განაგრძე შემდეგი ლოცვები მეტანიებით:

კაცთმოყვარეო მეუფეო, შეუნდე მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთასა. კეთილისმყოფელთა ჩვენთა კეთილ უყავ, ძმათა და ყოველთა ნათესავთა ჩვენთასა და რომელ არს განმარტოვებულ, მომადლე საცხოვრებელი თხოვაი და ცხოვრებაი სამარადისო. (მეტანია)

სნეულნი მოიხილენ და განკურნე, საკანსა შინა მყოფელნი თავისუფალ ჰყავ, რომელნი ზღვასა ზედა იჭირვიან შეეწიე და მოგზაურთა თანა მავალნ ექმენ და იყავნ მსწრაფლშემწე. (მეტანია)

მოიხსენე უფალო, ძმანი ჩვენნი, რომელნი ტყვეობასა შინა არიან, ერთმორწმუნენი მართლმადიდებლურისა რწმენისა, და იხსენ იგინი ყოვლისაგან განსაცდელისა. (მეტანია)

შეიწყალე, უფალო, ნაყოფის მომრთმეველნი და დამმოძღვრელნი ჩვენდა უღირსთა და მვედრებელნი რათა ვულოცვიდეთ მათ, შეუნდევ მათ და შეიწყალე. (მეტანია)

შეიწყალე, უფალო, მშრომელნი და მსახურნი, მოწყალენი და დამპურებელნი ჩვენდა, ყოველი საცხოვრებელი თხოვაი მოეც მათ და ცხოვრებაი სამარადისო. (მეტანია)

მოიხსენე, უფალო, აწ განსვენებულნი მამანი და ძმანი ჩვენნი და განუსვენე მათ, სადა იგი არს ნათელი პირისა შენისა. (მეტანია)

მოიხსენე, უფალო, უღირსობა და უღვთობა ჩვენი და განანათლენ გონებანი ჩვენნი ნათლითა წმიდისა სახარებისა შენისათა და სვლად გზასა მცნებათა შენთასა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა. ამენ. (მეტანია)

სასრული ლოცვები:

ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას, (მეტანია)

შემქმენ რა, უფალო, შემიწყალე მე, (მეტანია)

მრავლად ვცოდე, უფალო, შემიწყალე, და მომიტევე მე ცოდვილს. (მეტანია)

განათდი, განათდი ახალო იერუსალემ! დღეს დიდება უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდე, სიონ, და აწ შენცა იშვებდინ წმიდაო ღვთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა. (მეტანია ყოველთვის მუხლმოყრითი)

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, (მეტანია)

აწ და მარადის და საუკუნეთა საუკუნეთასა. ამენ. (მეტანია)

უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო გვაკურთხენ. (მეტანია)

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ძალითა პატიოსანითა და ცხოველმყოფელითა ჯვარისათა, და წმიდითა ანგელოზითა ჩემითა მფარველითა, და მეოხებითა ყოველთა წმიდათა, შემიწყალე და მიხსენ მე ცოდვილი, რამეთუ კურთხეულ ხარ და კაცთმოყვარე. ამენ. (მუხლმოყრა ჯვარგადაუსახავად)

ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას (მეტანია)

შემქმენ რა, უფალო, შემიწყალე მე. (მეტანია)

მრავლად ვცოდე, უფალო, შემიწყალე, და მომიტევე მე ცოდვილს. (მეტანია)

ლოცვების დამთავრების შემდეგ, როგორც ცისკრად, ასევე მწუხრზე გარდაისახე პირჯვარი და ეამბორე შენს ჯვარს, რომელსაც მკერდზე ატარებ. ამბორისას, თან ამავე ჯვრით პირჯვრის წერით, უნდა წარმოსთქვა ეს ლოცვა:

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, მაკურთხე, განმწმინდე და დამიცევ მე ძლიერებითა ცხოველმყოფელისა ჯვარისა შენისათა.

ღამით, ძილის წინ გარდაისახე პირჯვარი და წარმოსთქვი ლოცვა:

აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდნენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან, ვითარცა გაქრეს კვამლი, გაქრნენ. ვითარცა ცვილი რაი დასდნის წინაშე ცეცხლისა, ეგრეცთა წარსწყმდნენ ეშმაკნი პირისაგან მათისა, რომელთა უყვართ ღმერთი და გამოისახვენ პირჯვარსა, და სიხარულითა იტყოდიან: გიხაროდენ ჯვარო უფლისაო, ეშმაკთა განმდევნელო ძალითა შენზედა ჯვარცმულისა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, ჯოჯოხეთს შინა შთამსვლელისა და ეშმაკისა ძალისა დამთრგუნველისა, რომელმან მოგვანიჭა ჩვენ ჯვარი მისი პატიოსანი განსადევნელად ყოველთა სუპოსტატთა, ჰოი, ყოვლად პატიოსანო და ცხოველმყოფელო ჯვარო უფლისაო, შეგვეწიე ჩვენ, ყოვლად წმიდისა დედუფლისა ღვთისმშობლისა და ყოველთა წმიდათა ზეციერთა ძალთა თანა, ყოვლადვე აწ და მარადის და საუკუნეთა საუკუნეთასა. ამენ.