ეპისკოპოსი †ანტიპო†

ეპისკოპოსი †ანტიპო† Епископ †Антипа†ეპისკოპოსი †ანტიპო†, ერობაში სხულუხია ჯამბული (ნათლობით – აკაკი) ხუდიონის ძე, დაიბადა 1959 წელს, ორშაბათს, 10 აგვისტოს – სმოლენსკის ღვთისმშობლის გამოჩინების დღეს, ქ. ზუგდიდში, ივერია (საქართველო). მისი მშობლები ცხოვრობდნენ ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში.

მეუფე ანტიპოს მამა – ხუდიონი ევგენის ძე სხულუხია – დაიბადა 1932 წელს სოფელ ნარაზენში. იქვე მიიღო საშუალო განათლება. მუშაობდა ჩაის პლანტაციაზე და ეხმარებოდა ქვრივ დედას – ევგენია ალექსანდრეს ასულ შონიას – კიდევ ორი ქალიშვილისა და უმცროსი ვაჟიშვილის აღზრდაში. მისი ქმარი (მეუფე ანტიპოს ბაბუა) – ევგენი სხულუხია – 1944 წელს ომში დაიღუპა. 1950-53 წწ. ხუდიონ სხულუხია მსახურობდა ჯარში, რაკეტსაწინააღმდეგო რაზმში, მძღოლად. მიიღო რა უფროსი სერჟანტის წოდება, სახლში კარგი დახასიათებით დაბრუნდა, რამაც მისცა საშუალება დაეწყო მუშაობა სოფ. ნარაზენის მეურნეობის დირექტორის მძღოლად.

მეუფე ანტიპოს მშობლები Родители Владыки Антипы

1958 წელს ხუდიონი დაქორწინდა ქალიშვილ გლაფირა თეოფანეს ასულ გაბედავაზე, რომელიც წარმოშობით წალენჯიხის რაიონის სოფელ კორცხელიდან იყო. მათ საიდუმლოდ დაიწერეს ჯვარი წმ. გიორგის ეკლესიაში აფხაზეთში, ქ. ოჩამჩირეს სიახლოვეს.

Feofan_i_Shaine_1924გლაფირა თეოფანეს ასული გაბედავა-სხულუხია დაიბადა 1932 წელს ქ. წალენჯიხაში. ცხოვრობდა სოფელ კორცხელში. გლაფირას მშობლები, თეოფანე და შაინე, იყვნენ შრომის მოყვარე ხალხი, ე.წ. „კულაკები“-დან.

Detstvo_Akakiya_19661966 წელს ყმაწვილი ჯამბული (აკაკი) სხულუხია ჩაირიცხა სოფელ ნარაზენის რუსულ საშუალო სკოლაში. 1971 წელს მისმა მშობლებმა დაასრულეს სახლის მშენებლობა ქ. ზუგდიდში და გადავიდნენ საცხოვრებლად. ჯამბული ჩაირიცხა ქ. ზუგდიდის რუსული საშუალო სკოლის მე-4 კლასში.

1976 წელს ჯამბული სხულუხიამ აიღო რა ატესტატი საშუალო ქულით 4.5, გაემგზავრა მოსკოვის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩასაბარებლად. მეოთხე გამოცდაზე რუსულ ენაში მიიღო უარყოფითი ნიშანი, დაბრუნდა სახლში საქართველოში და კომკავშირული კომიტეტის მეშვეობით მიიღო მიმართვა ენგურ-გესის პლატინის მთელი საბჭოთა კავშირის მნიშვნელობის მშენებლობაზე. დაბინავდა საერთო საცხოვრებელში, მუშაობდა ზოგად მუშად მუშათა საცხოვრებლების მშენებლობაზე და ერთდროულად გადიოდა პლატინის საბაგირო ხაზებზე მუშაობის კურსებს. მიიღო რა ნებართვა 1977 წლის ზაფხულამდე მუშაობისა, მუშაობდა საბაგირო ხაზის მექანიკოსად. 1977 წელს, მიიღო დახასიათება და გარკვეული სამუშაო სტაჟი და კვლავ გაემგზავრა მოსკოვში უმაღლესი განათლების den_podachi_zayavleniya_v_ZAGS_janvar_1979_Moskvaმისაღებად. მისაღები გამოცდების შემდეგ ვერ გავიდა მტი-ის (მოსკოვის ტექნიკური ინსტიტუტის) კონკურსში და ჩააბარა მოსკოვის რეგიონის, პუშკინის რაიონის, დას. ლესნოის კავშირგაბმულობის ტექნიკუმში, სადაც გაიცნო ტექნიკუმის სტუდენტი – ერშოვა ნატალია სერგეის ასული, რომელიც მოსკოვის რეგიონის ქ. ეგორიევსკში ცხოვრობდა. 1979 წელს ჯამბული და ნატალია დაქორწინდნენ.

1979 წელს ჯამბულმა აიღო აკადემიური ცნობა ტექნიკუმიდან, მოეწყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარ გამოთვლით ცენტრში და ჩაირიცხა საკავშირო სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის დაუსწრებელ განყოფილებაზე მოსკოვის რეგიონის ქ. ბალაშიხში.

1981 წელს გამოთვლით ცენტრში დაბალი ანაზღაურების გამო, ჯამბული მოეწყო სამუშოდ გასამხედროვებულ ქარხანაში მოსკოვში, მეტროსადგურ „ავიომოტორნოე“-ს მახლობლად, სადაც უშვებდნენ შვეულმფრენების ნაწილებს.

ინსტიტუტში დაჟინებით მოითხოვდნენ მუშაობას სპეციალობით და, ვინაიდან ჯამბული სწავლობდა სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაციის ფაკულტეტზე, აუცილებელი იყო სამუშაო სტაჟი ენერგეტიკის სისტემაში მაინც. ამის გამო, 1983 წელს აკაკი მოეწყო ხელოსნად მეტროსადგურ „ელექტროზავოდსკაია“-ს მახლობლად არსებული სათამოშოების ფაბრიკის ენერგეტიკის განყოფილებაში.

1980 წელს ნატალია სერგეის ასულმა დაამთავრა სწავლა ტექნიკუმში და ჩააბარა მოსკოვის კავშირგაბმულობის ინსტიტუტის დაუსწრებელ განყოფილებაში.

Moskva_19791979 წლის 13 ნოემბერს ჯამბულის (აკაკის) და ნატალიას შეეძინათ ქალიშვილი ნანა, ნათლობით – ანა.

Moskva_19811981 წლის 18 ივლისს დაიბადა ვაჟიშვილი – დავითი.

1984 წელს აკაკიმ და ნატალიამ მიიღეს გადაწყვეტილება ამოწერილიყვნენ მოსკოვიდან და მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრებულიყვნენ ივერიაში (საქართველოში) აკაკის მშობლებთან ზუგდიდში.

1984 წელს ნატალია სერგეის ასული მოეწყო სამსახურში ქ. ზუგდიდის საქალაქო კვანძის კავშირში – ატს.

1984 წელს ჯამბული (აკაკი) ხუდიონის ძე გაფორმებულ იქნა ქ. ზუგდიდის დაზგმშენებელი ქარხნის მთავარი ენერგეტიკოსის მოადგილედ.

1986 წელს ჯამბული (აკაკი) გადაიყვანეს რკინაბეტონის კონსტრუქციათა ქარხნის მთავარ ენერგეტიკოსად.

1988 წელს ჯამბულმა (აკაკიმ) აიღო უხელფასო შვებულება და თავისი მეგობრების მოწვევით გაემგზავრა მოსკოვში. იქ გააერთიანა რამდენიმე კოოპერატივი, დაარეგულირა პლასტიკო-ნამჯური საფენის მოწოდება ტალინიდან (ესტონეთი) და ორგანიზება გაუწია სამშენებლო კაფელებისა და მასაჟორების გამოშვების წარმოებას.

1989_Akaki1989 წელს, მიიღო რა მუშაობის გამოცდილება მოსკოვში, ჯამბულიმ (აკაკიმ) ქ. ზუგდიდისა და კოლხეთის დაბლობის 150 კოოპერატივი გააერთიანა ასოციაციაში სახელად „დელფინი“. გაუშვა რამდენიმე მცირე და საშუალო საწარმო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მოსკოვსა და ტალინშიც.

1991 წელს საქართველოში დაიწყო სამოქალაქო ომი. განადგურებულ იქნა ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი და კომუნიკაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი კოლხეთის დაბლობზე.

1992 წელს აკაკის ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. იქ ნაკლებად საშიში იყო, მოსახლეობა კი – მეტად დაცული „მაროდიორებისგან“.

იმავე 1992 წელს ჯამბულმა (აკაკიმ) ქ. თბილისში გახსნა შუშხუნა ღვინის ჩამომსხმელი მინი-ქარხანა.

1995 წელს აკაკი და ნატალია ბავშვებთან ერთად საქართველოს მთავრობის ჩინოვნიკების მხრიდან განუკითხაობის გამო, საქართველოდან წავიდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაშინ გახლდათ ჯაბა იოსელიანი, – დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენელი, – ამიტომ ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ ეპყრობოდნენ იმ დროს მეწარმეებს.

Nataliya_s_detmiჯამბულმა (აკაკიმ) თავისი ოჯახი ქ. ეგორიევსკში დატოვა და გაემგზავრა უკრაინაში, რათა სოფლის მეურნეობის სამინისტროში ძველი კავშირების აღდგენა ეცადა, მიეღო ღვინის ჩამოსხმის ლიცენზია და დაეწყო ყველაფერი თავიდან, რადგან საქართველოში მას წაართვეს ყველაფერი რაც კი გააჩნდა.

აკაკიმ მიიღო მხარდაჭერა უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროში და დაიწყო ღვინის ჩამოსხმის წარმოების ორგანიზება ქ. ლუგანსკში, სადაც 1996 წელს მანამდე მოსკოვის რეგიონის ქ. ეგორიევსკში მეუღლის მშობლებთან მყოფი ოჯახიც გადმოიყვანა. 1996 წელს ჯამბულის (აკაკის) მისცეს 2001 წლამდე ღვინის ჩამოსხმის ლიცენზია.

Duxovni_Otec_SaveliAkaki_i_Natalya1997 წელს ლუგანსკის რეგიონში ჯამბულმა (აკაკიმ) მიიღო ჭეშმარიტი ნათლისღება უსპენსკის ტაძარში ამავე ტაძრის წინამძღვრისგან – მღვდელი საველისაგან. 1998 წელს, სულიერი მამის, – მღვდელი საველის დაჟინებული თხოვნით, აკაკი გაემგზავრა მოსკოვში მიტროპოლიტ ალიმპისთან წერილით მღვდელი საველისაგან. წერილის შინაარსი დღემდე უცნობია.

მიტროპოლიტ ალიმპიმ მიიღო აკაკი და განაწესა ოსტოჟენკაზე, რათა დახმარებოდა იქ არსებული ეკლესიის რესტავრაციას.

1999 წლიდან 2000 წლის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც იქ იღუმენიად დედაო ვარსანუფია დაინიშნა, შესაძლო დახმარებას უწევდა ულეიმაში, ქ. უგლიჩის ახლობლად მყოფი მონასტრის აღდგენას.

2000 წელს მღვდელმა საველიმ აკაკი რუმინეთში მიტროპოლიტ ლეონტისთან გაამგზავრა. რუმინეთში ჩამოსვლისთანავე აკაკი მოხვდა სამების დღესასწაულის ზეიმობის შემდგომ დიდ კრებაზე. იქ, მღვდელი საველის წერილის გაცნობის შემდეგ, აკაკი იღებს ზეპირ კურთხევას მიტროპოლიტ ლეონტისაგან დაბრუნდეს საქართველოში და ივერიაში იქადაგოს ჭეშმარიტი სარწმუნოების – მართლმადიდებლობის ღვთივმსახურების უძველესი წესით აღდგენა, რაში თავადაც აღუთქვეს დახმარება და თანადგომა.

Anna_i_David_1998იმავე 2000 წლის 10 აგვისტოს აკაკი თავის ოჯახთან ერთად დაბრუნდა მშობლიურ სახლში ქ. ზუგდიდში. ამ დროისათვის ბავშვები უკვე სწავლობდნენ ლუგანსკის სამედიცინო უნივერსიტეტში: ქალიშვილი ნანა – IV კურსზე, ვაჟიშვილი დავითი – III-ზე. მათ აიღეს აკადემიური შვებულება, რათა შემდეგ სწავლა თბილისში გაეგრძელებინათ.

აკაკიმ იწყო მუშაობა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რის შედეგადაც 2001 წელს ხალხმა შეაგროვა ხელმოწერები ბელოკრინიცის მიტროპოლიისადმი მისამართად, სადაც აღნიშნული იყო ღვთისმსახური აკაკის ღირსება და გამოხატული იყო სურვილი ძველმოწესე მართლმადიდებელ ბელოკრინიცის იერარქიაში გაერთიანებისა. ხელმოწერებთან ერთად, მოცემული მიმართვა დადასტურებული იყო აგრეთვე ქ. ზუგდიდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ.

2001 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის მიმართვითა და მღვდელი საველის წერილით, აკაკი ჩამოდის კრებაზე რუმინეთში. დიდი ნაკურთხი კრება ნიშნავს დელეგაციას საქართველოში არქიეპისკოპოს სოფრონის მეთაურობით. ეს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ასევე იმყოფებოდნენ აკაკი, მღვდელი ნიკოლა ალიასკიდან და მონა ღვთისა პროხორი, – რომელმაც შემდგომში მიიღო მონაზვნის ხარისხი, ჩამოვიდა საქართველოში. ბელოკრინიცის მიტროპოლიის წარმომადგენლებმა გაიცნეს ადგილობრივი მოსახლეობა და რუმინეთში დაბრუნების შემდგომ, მიტროპოლიტ ლეონტისთან შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება დაენიშნათ მღვდელი ივერიაში (საქართველოში). ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და სულიერი მამის რეკომენდაციით, ამ მნიშვნელოვანი და რთული, მაგრამ მადლმოსილი მისიის შესასრულებლად წარდგენილ იქნა მონა ღვთისა აკაკი.

Postanovlenie v diakona Akakia. 2001. Ruminia2001 წელს აკაკი დააყენეს მედავითნედ, დიაკვნად და შემდეგ უკვე მღვდლად ივერიაში Eklesiis_adgili(საქართველოში).

2003 წელს ივერიაში ჩამოვიდნენ: არქიეპისკოპოსი სოფრონი მღვდელ პორფირისთან ერთად (ორიგონას შტატი, აშშ) და აკურთხეს ადგილი ღვთისმშობლის კვართის სახელობის ეკლესიის მშენებლობისათვის.

2004 წელს დასრულებულ იქნა წმ. მოციქულის სიმონ ზილოტის სახელობის მცირე ეკლესიის მშენებლობა.

Simon_Zilotis_sax._eklesiaDSCF3951იმავე 2004 წელს, საქართველოს საპატრიარქოს ზოგიერთი საეკლესიო პირის მხარდაჭერით, გარკვეული პირების მიერ სასამართლოში შეტანილ იქნა განცხადება ზემოაღნიშნული ეკლესიის დანგრევის მოთხოვნით.

2004 წლის ბოლოს ქ. ზუგდიდის სასამრთლო პროცესი დასრულდა ეკლესიის დანგრევის ვერდიქტით.

2005 წელს რეგიონალურ სასამართლოში აპელაციის შემდეგ, ქ. ქუთაისში დაადასტურეს ქ. ზუგდიდის მიერ გამოტანილი განაჩენი.

Zugdidi.Cerkov_Simona_Zilotaიმავე 2005 წელს ქ. თბილისის სახელმწიფო უზენაესმა სასამართლომ განამტკიცა საქალაქო რეგიონალური სასამართლოს წინარე დადგენილება. ადგილობრივი მოსახლეობისა და ადვოკატების მხარდაჭერით, 2010 წლამდე სასამართლო აღმსრულებლებმა ვერ მოახერხეს ეკლესიის დანგრევა. 2011 წელს დადგენილებამ დაკარგა ძალა. ღვთის წყალობით, ეკლესია შევინარჩუნეთ.

Xirotonija_ep_Antipi2005 წლის ნოემბერში სასულიერო პირი, მამა აკაკი აყვანილ იქნა არქიელთა დასში – ეპიკოპოსად ივერიაში (საქართველოში).

Satvistomos Registraciis Mocmoba2007 წელს მეუფე ანტიპოს ლოცვა-კურთხევით, ივერიის (საქართველოს) კოლხეთის დაბლობში ოფიციალურად დარეგისტრირდა ბელოკრინიცის იერარქიის ძელმართლმადიდებელი ეკლესიის სათვისტომო.